|
2015-02-11 13:29:39, 1119 ნახვა
სამართალი
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს განაღმვის სასწავლო კურსი ჩაუტარდათ
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მილსადენზე აფეთქების გზით მოსალოდნელი საფრთხეების და მათზე რეაგირების საკითხებთან დაკავშირებით პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელი სწავლება ჩაუტარდათ. შსს-ს ინფორმაციით, სასწავლო კურსის მიზანია პირადი შემადგენლობის მომზადება, პროფესიული ცოდნის ამაღლება, ასაფეთქებელი საშუალებების ნაირსახეობების შესწავლა, ამოცნობა და განეიტრალება, ასევე, საფრთხეების თავიდან აცილება და სწრაფი რეაგირება, სტრესულ გარემოში სიტუაციის მართვა და აღნიშნული უნარ-ჩვევების განვითარება. ცნობისთვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული წვრთნები პერიოდულად უტარდებათ და მოიცავს, როგორც თეორიული ცოდნის ამაღლებას, ასევე პრაქტიკულ ვარჯიშებს. აღნიშნული სწავლება უზრუნველყოფს სტრატეგიულ მილსადენებზე უსაფრთხოების დაცვასა და ეფექტურ მუშაობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)