|
2023-12-21 12:15:50, 1216 ნახვა
სამართალი
საია - პირის უკანონოდ დაკავების გამო, აჭარის მთავარ სამმართველოს 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა
სასამართლომ პირის უკანონოდ დაკავების გამო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს 500 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა, - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საიას განცხადებაში ვკითხულობთ, მოსარჩელის განმარტებით, მას როგორც მუსლიმი თემის წარმომადგენელსა და პოლიტიკურად აქტიურ პირს, სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა აქცია გაემართა უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. "მოსარჩელე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჯერ 24 საათით, ხოლო შემდეგ პოლიციამ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, დაკავების ვადა დამატებით 24 საათით გაახანგრძლივა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. მას სახდელის სახედ და ზომად შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღით. მხარის მიერ აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. ამდენად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსარჩელემ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსამართლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრა", - აღნიშნულია საიას განცხადებაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)