19:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 10:55:58, 1154 ნახვა

სამართალი
შსს-ს სტატისტიკა - 2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს

2023 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში 52 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია აღნიშნული.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული 52 შემთხვევიდან 47 გახსნილია.

ამავე სტატისტიკის მონაცემების თნახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განზრახ მკვლელობის 27 და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 25 ფაქტი დაფიქსირდა.

შსს-ს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განზრახ მკვლელობის 8 შემთხვევით ნაკლები დაფიქსირდა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობამ კი 4-ით მოიმატა.

გარდა ამისა, მოიმატა დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის შემთხვევებმაც. მიმდინარე წლის 9 თვეში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 2-ით აღემატება.

რაც შეეხება მკვლელობის მცდელობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ 9 თვეში მკვლელობის მცდელობის 44, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 36 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც მკვლელობის მცდელობის 40, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის 35 შემთხვევა გაიხსნა.

სტატისტიკის სანახავად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics