16:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-29 18:17:26, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა

მოკავშირეებში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, უნდა გაგრძელდეს თუ არა უკრაინის მხარდაჭერა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, მოკავშირეები ახლა დახმარებას უწევენ უკრაინას, რათა არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი თავი, არამედ განავითაროს სამხედრო შესაძლებლობები, რათა შესაძლო სამომავლო აგრესიის შეკავებას შეძლოს. 

„უნდა გითხრათ: როცა მაგიდის ირგვლივ ყველა ჩვენს კოლეგას ვუსმენდი, ყველა ლაპარაკობდა უკრაინის ძლიერი და გრძელვადიანი მხარდაჭერის საჭიროებაზე. ზოგიერთმა დასვა კითხვა, უნდა გააგრძელონ თუ არა შეერთებულმა შტატებმა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის მხარდაჭერა... პასუხი დღეს ნატოში არის ძალიან მკაფიო და ურყევი: ჩვენ უნდა და დავუჭიროთ მხარი უკრაინას. იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის აგრესიული ომი მისი სტრატეგიული დამარცხება შესაძლებელი გახდეს, ახლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს იყო იმ მომენტში, როდესაც კრემლმა ომი დაიწყო. ფსონები ყველასთვის ნათელია... ჩვენ უნდა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს საზღვრები. ეს არის თითოეული მოკავშირის ინტერესებში და იმ ბევრი ქვეყნის ინტერესებშიც, რომლებიც არ არიან ალიანსის წევრები", - განაცხადა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics