|
2023-10-10 21:26:11, 978 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის იმ სავაჭრო პოლიტიკასთან, რომ გვქონდეს გახსნილი სავაჭრო ურთიერთობები საინტერესო, პერსპექტიულ ქვეყნებთან, რაც მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს ყველაფერი ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დუბაიში განაცხადა, სადაც დღეს ოფიციალურად მოეწერა ხელი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას (CEPA). მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკაა მსოფლიოში და განსაკუთრებით სამაგალითოა, თუ როგორ შეძლო მოკლე დროში ქვეყანამ ტრანსფორმაცია. მინისტრის განცხადებით, დღეს საამიროები არის ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით და ძალიან საინტერესოა საქართველოსთან ამ ქვეყნის თანამშრომლობა. „რა თქმა უნდა, ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელი დოკუმენტია, არაბული ბიზნესისთვისაც საინტერესოა საქართველო, ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბლოკთან - ეს არის როგორც ევროკავშირის ქვეყნები, ისე ჩინეთი და რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს საქართველოში ინვესტორ კომპანიებს, ამ ორი მსხვილი ბაზრის შედეგებით ისარგებლოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელშეკრულება ახალი ეტაპის დასაწყისია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში" - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით პოზიტიური დინამიკა შეიქმნა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგად, როდესაც უმაღლეს დონეზე გამოცხადდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რომელიც მემორანდუმის ფორმატში გაფორმდა 2023 წელს და რომელიც დადებითად უკვე აისახება ეკონომიკურ შედეგებსა და რიცხვებში. "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას დუბაიში ხელი მოაწერეს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდნენ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)