17:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-30 17:57:29, 1417 ნახვა

ომი უკრაინაში
კომპანია Baykar უკრაინაში დრონების საწარმოებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

თურქული კომპანია Baykar, რომელიც  Bayraktar TB-2 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ჰალუკ ბაირაქტარმა კიევში გამართულ ფორუმზე განაცხადა.

ბიზნესმენის თქმით, თურქული დრონების წარმოების ქარხანა კიევში წელიწადნახევარში აშენდება და იქ 300 ადამიანი დასაქმდება.

"საწარმო საშუალებას გაძლევთ ააწყოთ ორი ტიპის საბრძოლო თავდასხმის დრონების სრული წარმოების ციკლი - Bayraktar TB2 და Bayraktar Akinci", - განაცხადა ბაირაქტარმა.

აღსანიშნავია, რომ დრონები უკრაინული წარმოების ძრავებით იქნება აღჭურვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics