21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 17:36:39, 830 ნახვა

სამართალი
ლაზარე გრიგორიადისს მამის დაჭრის ფაქტზე ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის მუხლით (126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილი) გადაუკვალიფიცირდა. 

გრიგორიადისი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც გრიგორიადისის მამის კუთვნილი მანქანის დაზიანებას გულისხმობს. მას მოსამართლემ 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპით გრიგორიადისს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics