18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 11:34:11, 1130 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 005.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4 079.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 14.4  პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 925.7  მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 17.8  პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 5 846.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია.

"2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (567.8 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (552.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (461.4 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 644.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 225.5 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 190.1 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 944.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 686.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 240.0 მლნ. აშშ დოლარი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics