|
2023-09-12 14:51:09, 1646 ნახვა
ეკონომიკა
დაიწყე ინვესტირება „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 31 ოქტომბრამდე მობილბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა ვაჭრობისა და საინვესტიციო ანგარიშის მართვის ყოველთვიური საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი. შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათ, ვინც უკვე აქტიურად იყენებს საინვესტიციო მოდულის და მათ, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო. „საქართველოს ბანკის“ მობილბანკში საინვესტიციო მოდულის შექმნა სრულიად უფასოა. მისი მეშვეობით კი მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს წვდომა ამერიკის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს საერთაშორისო კომპანიების აქციები და განახორციელოს ინვესტიცია. „საქართველოს ბანკი“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მომხმარებლებისთვის ინოვაციური საბანკო პროდუქტების შექმნასა და მათზე მორგებული შეთავაზებების შემუშავებას. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და ინვესტიციების განხორციელება კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, დაიწყონ საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა, განახორციელონ კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდნენ საერთაშორისო კომპანიების აქციების მფლობელები. დღეს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულს 27 000-მდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში. ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს. ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)