|
2023-09-06 13:03:11, 861 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 109 - ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 46 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 35 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. 33 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში, იმერეთში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 18, შიდა ქართლში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 6, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში - 1, ქვემო ქართლშიც - 1. „ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 338 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, 2023 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1897 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 137 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ასევე, მიმდინარე წლის 8 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილია 54 უკანონო სახერხი საამქრო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)