22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 15:38:15, 1335 ნახვა

სამართალი
ბათუმში, კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს ჯარიმები დაეკისრათ

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის მოქალაქეების კრუიზის წინააღმდეგ, ბათუმში, 31 ივლისის აქციაზე დაკავებული პირების საქმე განიხილა.

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ყველა მათგანი 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო სამართალდამრღვევად ცნო და განუსაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

დაკავებულთა შორის მხოლოდ ერთ პიროვნებაზე შეწყდა საქმის წარმოება და ყველაზე დიდი, 3 500-ლარიანი ჯარიმა ბექა გრიგორიადისს დაეკისრა.

შეგახსენებთ, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში ორჯერ - 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics