19:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 21:24:53, 1389 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა

ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინას ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში გამარჯვება სჭირდება, ამისთვის კი უკრაინელმა დიპლომატებმა ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადადგან.

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ექვსი თვეა. პარტნიორ ქვეყნებში ერთ თვეში ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება. ის ისეთივე პროუკრაინული უნდა იყოს, როგორც წინა პოლიტიკური სეზონები. არის დრო მოსამზადებლად. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები უკრაინისთვის. ჩვენ გვჭირდება უკრაინის გამარჯვებები ბრძოლის ველზე და საერთაშორისო ურთიერთობებში, ჩვენს დიპლომატიაში. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ დღეს უკრაინის ელჩებთან შეხვედრაზე. უკრაინული დიპლომატიის ყოველმა ნაბიჯმა, ყოველმა დღემ უნდა გააძლიეროს ჩვენი სახელმწიფო და უკრაინას გამარჯვებები აჩუქოს. გამარჯვებები, რომლებისგანაც შედგება ჩვენი დიდ უკრაინული გამარჯვება ამ ომში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics