|
2023-07-25 14:36:49, 1205 ნახვა
სამართალი
ყაზბეგში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობები აღიკვეთა
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“, „თბილისის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში: 122 300 აშშ დოლარი, 5 680 000 რუსული რუბლი, 2 407 000 სომხური დრამი და 11 775 ლარი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 507 646,96 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევი საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეები სანქციის სახით, ჯამში, 27 595,722 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)