|
2023-07-23 13:12:17, 1426 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ თურქეთში, საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა თურქეთის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში დიასპორულ ორგანიზაციებთან და თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან. აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ფესტივალ "ჩვენებურების" საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. "აჭარის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფესტივალის და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც არსებითია როგორც ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის, ისე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციის ორგანიზებით საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი „ჩვენებურები" არაერთი წელია იმართება. წელს ფესტივალი განსაკუთრებული მასშტაბურობით, ბურსას რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში იმართება. ფესტივალში მონაწილეობა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „არსიანმა" და თურქეთში მოღვაწე ანსამბლ „ჩვენებურებმა" მიიღეს. ფესტივალის მიზანი თურქეთში მოქმედი ქართული დიასპორების შემოქმედების წარმოჩენა და ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაა. ფესტივალს ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თურქეთის ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)