19:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 16:07:12, 1774 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს, რომლებიც პორტებს რუსეთისგან დაიცავს

უკრაინის სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს საშუალებებს, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, რუსული თავდასხმებისგან პორტების ინფრასტრუქტურის დაცვა გააძლიეროს,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის სისტემის გეგმა უკვე არსებობს, ის რუსეთის თავდასხმებისგან 100%-იანი თავდაცვის გარანტიას არ იძლევა.

"რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებული ზოგიერთი ტიპის იარაღის წინააღმდეგ სპეციალური საზენიტო თავდაცვის საშუალებების ნაკლებობაა. პრეზიდენტმა მიზნად დაისახა დაცვის გაძლიერება. დღეს ყველა მუშაობს საჭირო ტექნიკის მიწოდების დასაჩქარებლად, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვავითარებთ და უკვე არსებობს დაცვის სისტემის გეგმა. ჩვენი სამხედრო ინდუსტრია უკვე აწარმოებს ასეთ დაცვას. უახლოეს მომავალში ვფიქრობ ეს გაძლიერდება",- ამბობს დანილოვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics