|
2023-07-19 15:06:43, 1332 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა „ეტალონი“ 2023 წლის გამარჯვებულ მამუკა ცინცაძეს წარმატება მიულოცა
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ 2023 წლის გამარჯვებული შუახევის მუნიციპალიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე მამუკა ცინცაძე გახდა. შუახევის მერიის ცნობით, მამუკა ცინცაძე შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად წარმატება უსურვა და ფულადი ვაუჩერი გადასცა. "დაჯილდოებას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და ოჯახის წევრები.
საგანმანათლებლო პროექტში გამარჯვებულს დიპლომი და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის 1 000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი "ეტალონის" 2022 წლის გამარჯვებული საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე იყო",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)