20:25 - 28 May, 2026
|
2023-07-07 16:32:11, 1425 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩეხეთი უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება
ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას საბრძოლო ვერტმფრენებს გადასცემს და კიევს F-16-ის პილოტების მომზადებაში დაეხმარება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინაში უკვე გაგზავნა 676 ერთეული მძიმე ტექნიკა და 4 მილიონზე მეტი საშუალო და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალა. "ჩეხეთი უკრაინას მფრინავების მომზადებაში დაეხმარება, მათ შორის F-16-ის პილოტების და ჩვენ უკრაინას მივაწვდით F-16 ფრენის ტრენაჟორებს, რათა სწავლება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ უკრაინაშიც მოხდეს", - აღნიშნა ფიალამ. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ პრაღაში ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)