|
2023-07-05 15:25:56, 1426 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრს მახლუფ მიკი ზოჰარს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა. "თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა ისრაელის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის, გამოთქვა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა. თავის მხრივ ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ბათუმის სწრაფ განვითარებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის და განსაკუთრებით ბათუმთან მიმართებაში, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის ტურიზმის, კულტურის, სპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)