|
2023-06-29 09:54:51, 932 ნახვა
სამართალი
აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანასა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში. "კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელ სახლთან მდებარე ფარდულში ჰქონდა განთავსებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია წიფლისა და თხმელას (მურყანი) სახეობის, ჯამში 65 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)