|
2023-06-26 19:12:43, 1413 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქებაზე - ეს სისულელეა, ამაზე კომენტარი არაერთხელ გავაკეთეთ
ეს სისულელეა. ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, - ასე გამოეხმაუარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრალდებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს. ლავროვის თქმით, აღნიშნული გაფრთხილება კიევის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან მედია სივრცეში არაერთხელ გავრცელებულა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წარომადგენლები "საინფორმაციო ომისთვის" არიან დატრენინგებულები. "ფაქტი, რომ ეს გაფრთხილება უკვე არაერთხელ გაჩნდა მედია სივრცეში, უპირველეს ყოვლისა, კიევის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ყველა ეს ადამიანი დატრენინგებულია, მათ შორის საინფორმაციო ომისთვის, უპირველეს ყოვლისა, ანგლოსაქსების მიერ. მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: ყველა ეს ადამიანი გაწვრთნილი, მათ შორის საინფორმაციო ომისთვის, უპირველეს ყოვლისა ანგლოსაქსების, პოლონელებისა და თუნდაც ბალტების მიერ, რომლებიც გახდნენ უკრაინის უფროსი თანამებრძოლები", - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)