|
2023-06-26 15:56:56, 1410 ნახვა
რეგიონი
ახალქალაქი „მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს [ვიდეო]
დღეს ახალქალაქი "მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში, ამ დროისთვის, სამზადისი მიმდინარეობს - მონტაჟდება სცენა, ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და პავილიონები. "დღეს საღამოს 7 საათზე ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება მუსიკალური საღამო. ამ წუთებისათვის მიმდინარეობს მზადება. ტერიტორიაზე იქნება მრავალი გასართობი საშუალება ბავშვებისთვის, საღამო დაიხურება გალა-კონცერტით. ყველას გეპატიჟებით დღევანდელ საღამოზე, ერთად გავატაროთ საუკეთესო საღამო", - განაცხადა სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათამდე გაგრძელდება. მოსულ ადამიანებს ადგილზე დახვდება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, იქნება ქაფის შოუ, ბავშვებისთვის კი სახალისო თამაშები ჩატარდება, პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ - ანსამბლი "შვიდკაცა" და ბენდი Mიხ2რა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)