|
2023-06-24 10:22:02, 1448 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს - 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა
გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დაბომვბის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 8 დაშავდა. "ამჟამად ცნობილია 3 გარდაცვლილის შესახებ, 8 დაშავდა. 24 ადამიანი გადაარჩინა სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ადგილზე მაშველები და პოლიცია აგრძელებენ მუშაობას. მაშველებს და დაღუპულთა ახლობლებს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ".- აღნიშნულია უკრაინის შსს-ს განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირდა კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ავიაციის მიერ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვსა და კიევში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)