21:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-20 09:53:42, 1751 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული

ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და არც რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას.

"ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რაიონში ისინი იცავენ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს და გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული. მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები.

ზოგადად, ეს არის ზეწოლის სიტუაცია, ჩვენი ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გზა გავუხსნათ ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთში და მთელ ჩვენს აღმოსავლეთში. და ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და არც რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics