|
2023-06-20 09:32:40, 1459 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის რადაში დაარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს
უკრაინელი დეპუტატების ჯგუფმა უმაღლეს რადაში დაარეგისტრირა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ბელარუსს აგრესორ ქვეყნად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ იურჩიშინზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ბელარუსი პასუხისმგებელი უნდა იყოს სრულმასშტაბიან ომზე, რადგან მის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის იყენებენ. "ეს ნაბიჯი საჭიროა ბელარუსის რეჟიმის პასუხისმგელობის დასადგენად. ჩვენ გვახსოვს ბელარუსის დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ომში და მადლობელი ვართ კალინოვსკის მებრძოლების, თუმცა ბელარუსი, როგორც ქვეყანა, იურიდიულად პასუხისმგებელი უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებზე",- განაცხადა იურჩიშინმა. მედიის ცნობითვე, 16 ივნისს, უკრაინის რადაში დარეგისტრირებული რეზოლუციის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უკრაინის პარლამენტი ბელარუსს აგრესორ სახელმწიფოდ აღიარებს და სხვა მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იგივე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. "გარდა ამისა, რადა მოუწოდებს მთავრობას, "დაუყოვნებლივ გაწყვიტოს ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები", ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მინსკის მისამართით სანქციები გააძლიეროს",- წერს მედია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)