21:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 10:07:55, 1749 ნახვა

ომი უკრაინაში
ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და „ლეოპარდის“ ტიპის 4 ტანკს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და 4 "ლეოპარდის" ტიპის ტანკს გადასცემს,- ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა "რამშტაინის" ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

დიპლომატის თქმით, ჯავშანმანქანები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა, იქიდან კი, აღჭურვილობა უკრაინაში გაიგზავნება.

მარგარიტა რობლესმა ასევე განაცხადა, რომ ესპანეთი უკრაინას 2 საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. 

საავადმყოფოს 12 კონტეინერი უზრუნველყოფს ბრიგადის საჭიროებებს ქირურგიული, სტაბილიზაციისა და სხვა სამედიცინო ღონისძიებებისთვის. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს მუშაობაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics