21:31 - 28 May, 2026
|
2023-06-13 15:07:28, 1435 ნახვა
ომი უკრაინაში
კრივოი-როგზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
კრივოი-როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა,- აღნიშნულის შესახებ კრივოი-როგის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა. მისი თქმით, დაბომვის შედეგად გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც - 28 ადამიანი, ხოლო 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა. "ხვალ, 14 ივნისს, კრივოი-როგში გლოვის დღეა გამოცხადებული. 10 ადამიანი დაიღუპა, 1 ნანგრევებშია, 28 დაშავებულია, მათგან 12 ქალაქის საავადმყოფოებში საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება",- წერს ვილკული. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)