|
2023-06-13 11:43:33, 1390 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან
დასავლეთი უკრაინას თუ არ დაეხმარება, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და სხვა ქვეყნები დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან,- ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა. როგორც ტაიანიმ ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უკრაინისთვის გაწეული დახმარება თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვას ემსახურება. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. უკრაინას თუ არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და მრავალი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ჩვენ გვინდა მშვიდობა. ეს კონტრშეტევა ხელს თუ შეუწყობს უკრაინიდან რუსების გაძევებას, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს“,- თქვა იტალიელმა დიპლომატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)