|
2023-06-10 17:51:32, 1541 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინაში კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს
მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეც დეტალურად არ ვისაუბრებ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, ენდობა უკრაინელ სამხედროებს და მათ სამხედრო მეთაურებთან მუდმივ კონტაქტზე იმყფება. „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ ბევრი დრო არ რჩება ... უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეც დეტალურად არ ვისაუბრებ, მჯერა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ. თქვენ უნდა ენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი. მე ყოველდღიურად ვკონტაქტობ ჩვენს მეთაურებთან სხვადასხვა მიმართულებით ... ახლა ყველა პოზიტიურ ხასიათზეა. ასე რომ, ეს გადაეცით პუტინს." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერთან, ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)