|
2023-06-10 17:30:48, 1722 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს
კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას ითვალისწინებს. „კანადას გადაწყვეტილი აქვს უპასუხოს უკანონო და გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებით, მათ შორის დამატებით 500 მილიონი დოლარის ჩათვლით. მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას“,- ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც უკრაინეული მედია ავრცელებს. მედიის ცნობითვე, კანადა 2026 წლამდე UNIFIER-ის სამხედრო სასწავლო მისიის მანდატს გაახანგრძლივებს. შეგახსენებთ, რომ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინაში ვიცე-პრემიერ, კრისტია ფრილანდთან ერთად დღეს, 10 ივნისს ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)