|
2023-06-08 18:38:08, 1368 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონში ევაკუაციის დროს რუსებმა, 9 ადამიანი დაჭრეს
8 ივნისს, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად დაზარალებული ადამიანების ევაკუაციის დროს, რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კორაბელნაიას მოედანს, სადაც ხალხი იკრიბებოდა. დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს. დაშავებულებს შორის არის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი (მყვინთავი და მესაზღვრე ნიკოლაევის რეგიონიდან), პოლიციელი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან. შეგახსენებთ, რომ დღეს დამპყრობლებმა სანაპირო ზონებისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის დაბომბვა სწორედ ევაკუაციის დროს დაიწყეს. დაბომბვის შემდეგ ტერიტორიაზე ევაკუაცია შეჩერდა. 8 ივნისის დილის მდგომარეობით, კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის დამპყრობლების მიერ აფეთქების შედეგად, ხერსონის ოლქის 600 კვადრატული კილომეტრი წყლის ქვეშაა. წყალდიდობის საშუალო დონე 5,6 მეტრია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)