|
2023-06-08 17:50:21, 1247 ნახვა
რეგიონი
დასაქმების სააგენტოს მხარდაჭერით კიდევ 20 მოქალაქე გადამზადდა
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, პროფესიული გადამზადების კურსი ოცმა მოქალაქემ გაიარა. პროგრამის კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება ქობულეთში, პროფესიულ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით , სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ კახიძესთან ერთად დაესწრო და პროგრამით მოსარგებლეებს კურსის დამთავრება მიულოცა. „პროგრამის - „დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით“ მოსარგებლეებმა, გადამზადების მოკლევადიანი კურსი გაიარეს შემდეგ პროფესიებში: კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, შედუღება, ელექტროობა, ამწე და მსგავსი მანქანის ოპერირება, ასევე მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი. პროგრამა ითვალისწინებს, სამუშაო გამოცდილების და ინდივიდუალური განათლების მქონე პირის, კვალიფიკაციის სრულყოფას და შრომის ბაზარზე მისი მდგრადობის გაუმჯობესებას, სამუშაოსთან თავსებადი გადამზადების მოკლევადიანი კურსის შეთავაზებითა და სერტიფიცირების გზით. გასულ წელს, აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამებით, სპეციალური გადამზადების კურსი 250-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა გაიარა. მიმდინარე წელს უწყება მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 8 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, ჯამში 350-მდე მოქალაქე გადამზადდება“,- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)