22:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-08 11:26:41, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
დატბორვის პარალელურად რუსეთის საოკუპაციო არმიამ ხერსონის რაიონს 193 ჭურვი ესროლა

7 ივნისს, დღის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის რაიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს 34-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი.

ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს 34 თავდასხმა, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან 193 ჭურვი გაისროლეს.

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონს 2 ჭურვი ესროლეს.

პროკუდინმა თქვა, რომ რუსი სამხედროები რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში შევიდნენ. მისი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისის დღის განმავლობაში დამპყრობლებმა ხერსონის რაიონის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს 70-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. რუსული აგრესიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა.

6 ივნისის ღამეს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ დნეპერში წყლის დონემ 5,58 მეტრით მოიმატა, ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 20 დასახლებაში 2629 საცხოვრებელი კორპუსი დაიტბორა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics