|
2023-06-01 16:41:32, 911 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პედიატრიული მიმართულება დაემატა
ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფო სერვისების გაფართოებას აგრძელებს. კლინიკას ამჯერად 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გახნის ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეები, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი, ლადო შელია და აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ილია ვერძაძე ესწრებოდნენ. "დღეს სიმბოლურად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო პედიატრიულმა დეპარტამეტმა. აღნიშნული მიართულებით რეგიონში სერვისების გაფართოების საჭიროებას ნამდვილად წარმოადგენდა. განსაკუთრებით მაღალი მომართვა ფიქსირდება ტურისტული სეზონის მიმდინარეობისას, ასევე ზამთრის პერიოდში ვირუსული დაავადებების გააქტიურების დროს. მოხარული ვარ, რომ წელს, ბათუმში ჩამოსულ დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვთა არსებულ სამედიცინო დაწესებულებთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო მოემსახურება. ვულოცავ კლინიკას ამ სიახლეს, რაც შექმნის კონკურენტ გარემოს და ხელს შეუწყობს სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო განვითარებას”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. საავადმყოფოში ხელმისაწვდომია შემდეგი პედიატრიული მიმართულებები: ბავშვთა გადაუდებელი დახმარება, ზოგადი პედიატრია, კარდიორევმატოლოგია, ნეფროლოგია, ალერგოლოგია, ნევროლოგია, ტოქსიკოლოგია, გასტროენტეროლოგია, ბავშვთა ინფექციები, ზოგადი ქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია. ასევე, უახლოეს პერიოდში დაემატება ბავშვთა რეანიმაცია. პედიატრიულ დეპარტამენტს 37 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პედეატრი, ბავშვთა კარდიორევმატოლოგი, თამაზ სურმანიძე უხელმძღვანელებს. 202 საწოლზე გათვლილი ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ახალი შენობა 2020 წელს გაიხსნა, თავდაპირველად დაწესებულება კოვიდ აპაციენტებს ემსახურებოდა, მოგვანებით დაემატა სხვადასხვა სერვის და ამჟამად მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტატუსით ფუნქციონირებს.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)