23:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 08:51:25, 1422 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა განაგრძობს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა ჩვენი საჰაერო თავდაცვა ეფექტური გახდეს

უკრაინა განაგრძობს პარტნიორებთან კონსოლიდაციას, რათა ჩვენი საჰაერო თავდაცვა მაქსიმალურად ეფექტური გახდეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსული ტერორის დამარცხება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების წყაროა.

„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყოველდღე და ყოველ ღამეს უკრაინის ყველა რეგიონში, ყველა უკრაინული ქალაქისა და სოფლის ცაზე. როდესაც რუსი ტერორისტების ნებისმიერი თავდასხმა წარუმატებლად დასრულდება ტერორისტებისთვის, მათი დამარცხება გახდება ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების წყარო. ახლა უკრაინაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე წყდება, თავისუფლება და ცივილიზაცია შეინარჩუნებს თუ არა გლობალურ ლიდერობას ამ საუკუნეში. ჩვენ ეს გადავწყვიტეთ ამერიკასთან ერთად, ევროპასთან ერთად, ყველა ჩვენს მოკავშირესა და პარტნიორთან ერთად. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება“,- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics