20:25 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 13:49:11, 1309 ნახვა

ეკონომიკა
30 მაისს, ახალციხეში დასაქმების პირველი რეგიონული ფორუმი გაიმართება

30 მაისს, ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში, გაეცნონ როგორც ქსელური ბრენდების, ისე ადგილობრივი ბიზნესის აქტიურ ვაკანსიებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. 

"ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრის სკვერში, 13:00-საათიდან დაიწყება. 

ფორუმის გარდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, 29 მაისს, ახალციხეში პირველ სერვის-ცენტრს გახსნის, რაც ადგილობრივებს შესაძლებლობას მისცემს, მუდმივად გაეცნონ რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს, სერვისებსა და პროგრამებს, რომელსაც სააგენტო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. 

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია, ადგილობრივ დამსაქმებლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან საინფორმაციო შეხვედრა. სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. 

საინფორმაციო შეხვედრები და დასაქმების ფორუმები, თბილისსა და რეგიონებში, მუდმივად იმართება - აპრილში ღონისძიება ბათუმში ჩატარდა, ახალციხის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს, კახეთი უმასპინძლებს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics