|
2023-05-24 10:06:07, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
რამშტეინის მე-12-ე შეხვედრა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და F-16 გადაცემას დაეთმობა
მომდევნო შეხვედრა რამშტეინის ფორმატში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საბრძოლო მასალის მიწოდებას და F-16 თვითმფრინავების გადაცემას დაეთმობა. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „ამ საკონტაქტო ჯგუფში, ისევე როგორც სხვაში, ყველაფერი დაიწყება იმით, რომ უკრაინა მიმოიხილავს ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ვითარებას და ისაუბრებს მის გადაუდებელ საჭიროებებზე. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ სახმელეთო საჰაერო თავდაცვა კვლავაც იქნება პრიორიტეტული თემა. ისევე როგორც საბრძოლო მასალა, რათა კიდევ ერთხელ უზრუნველვყოთ მათი ბრძოლის უნარი. შემდეგ კი ასევე იქნება დისკუსია F-16-ის მომზადებაზე“, - განაცხადა მან. რაიდერმა დასძინა, რომ უკრაინელი მფრინავების წვრთნა ჩატარდება უკრაინის ფარგლებს გარეთ - ევროპის ობიექტებზე. „რაც შეეხება დამატებით დეტალებს და როდის დაიწყება ეს წვრთნები, როგორ იქნება ეს თვითმფრინავები და ვინ მიაწვდის უკრაინას მათ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. პენტაგონის პრესსამსახურის ცნობით, რამშტეინის ფორმატში რიგით მე-12 შეხვედრა ონლაინ 25 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)