|
2023-05-22 11:06:53, 1391 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი - „ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებენ
„ვაგნერის“ ძალები ფრონტის ხაზს 25 მაისს დატოვებენ,- ამის შესახებ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინის თქმით, ბრძოლის ველიდან გასვლის შემდეგ, „ვაგნერი“ თავის პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცემს. "ჩვენ, როგორც გუშინ ვთქვი, პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადავცემთ და ბრძოლის ველს 25 მაისს დავტოვებთ. 1-ელი ივნისიდან არც ერთი "ვაგნერელი" არ იქნება ფრონტის ხაზზე მანამ, სანამ არ გავივლით რეორგანიზაციას, აღჭურვასა და წვრთნებს",- წერს პრიგოჟინი. ცნობისთვის, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა 4-5 მაისს გამოაქვეყნა ვიდეოები, რომელშიც გამოაცხადა, რომ "ვაგნერის დაჯგუფების" დაქირავებული მემომრები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ. ამასთან, 6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზადაა, 10 მაისიდან მისმა მებრძოლებმა თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმს "ახმატს" გადასცენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)