|
2015-02-09 13:53:20, 659 ნახვა
პოლიტიკა
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურების სრული სია მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატურების სრული სია საზოგადოებისთვის მაქსიმუმ ზეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამის შემდეგ უკვე კანდიდატურების შერჩევის პროცესი გაგრძელდება და პრეზიდენტი კვლავ მზადაა, ამ პროცესში დაინტერესებულ ჯგუფებთან კონსულტაციები გამართოს. „დღეს, 19:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანდიდატურების წარდგენა დამთავრდება. ამის შემდეგ, მაქსიმუმ ზეგ საზოგადოებას გავაცნობთ სრულ სიას, თუ რომელი კანდიდატები არიან დასახელებულები და ვინ არიან დამსახელებლები. ამის შემდეგ შერჩევის პროცესი გაგრძელდება და ამ პროცესში პრეზიდენტი კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას, კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რომელი კანდიდატიც იქნება დასახელებული, იყოს ღირსეული და შესაბამისობაში გაჟღერებულ კრიტერიუმებთან“, – აღნიშნა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)