|
2023-05-18 11:35:06, 1441 ნახვა
ეკონომიკა
ფრანგი ენოლოგები სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფრანგ ენოლოგებს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია და ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებული ვაზის კოლექცია დაათვალიერებინეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ფრანგი კოლეგები ღვინის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს, საქართველოში მეღვინეობის პერსპექტივებსა და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ. "შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავებაზე იმსჯელეს, რაც მეღვინეებს როგორც, დამწყებ ისე პროფესიონალებს საშუალებას მისცემს საფუძვლიანად შეძლონ ქართული ღვინის შესწავლა და შემდგომ წარმატებულად უზრუნველყონ მისი პოპულარიზაცია საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე. გილერმე მარტინესი და იან ბუხვალტერი მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კითხულობენ და აქტიურად მონაწილობენ მეღვინეობის კვლევებში ინოვაციების პოპულარიზაციასა და განვითარებაში",- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)