|
2023-05-16 10:39:13, 1456 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18-ვე რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 18-ვე რაკეტა ჩამოაგდეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს. ზალუჟნის თქმით, ჩამოგდებული 18 რაკეტიდან, 6 "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტა, 9 კალიბრის ფრთოსანი რაკეტა და 3 სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M) იყო. "უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 16 მაისის ღამეს, რუსებმა უკრაინას შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტითა და "შაჰიდის" დრონებით. უწყების ცნობით, ყველა რაკეტა უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს. "16 მაისს, დაახლოებით, 03:30 საათზე რუსმა დამპყრობლებმა უკრაინას ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან შეუტიეს სხვადასხვა ტიპის 18 რაკეტით, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. ექვსმა MiG-31K -ის თვითმფრინავმა გაისროლა ექვსი "კინჟალის" აერობალისტიკური რაკეტა, ცხრა კალიბრის ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვის გემებიდან და სამი სახმელეთო რაკეტა (S-400, Iskander-M). 18-ვე რაკეტა განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებისა და საშუალებების მიერ",- წერს ზალუჟნი. მისივე თქმით, გასულ ღამეს ოკუპანტებმა უკრაინას "შაჰიდ" 136/131 ტიპის დრონებით შეუტიეს და ჩაატარეს დაზვერვა 3 უპილოტო აპარატით. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში მიიტეს. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა შენობა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. დაშავდა სულ მცირე 3 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)