|
2023-05-15 09:54:13, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
სირსკი - ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარების წინსვლა შეტევითი ოპერაციების პირველი წარმატებაა
ბახმუტის მიმართულებით, უკრაინის ჯარების წინსვლა შეტევითი ოპერაციების პირველი წარმატებაა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა. სირსკის თქმით, უკრაინა მტერზე ნაკლები რესურსით იბრძვის, თუმცა მისი გეგმების განადგურებას მაინც ახერხებს. „ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და მტრის განადგურება ასეთ უკიდურესად მძიმე პირობებშიც კი. ჩვენ ვიბრძვით მტერზე ნაკლები რესურსით. ამავდროულად ვახერხებთ მისი გეგმების განადგურებას. ეს ყველაფერი ჩვენი მებრძოლების დამსახურებაა. ვინც ებრძვის აგრესორს, გადალახავს ადამიანის შესაძლებლობების უმაღლეს ზღვარს“, - განაცხადა სირსკიმ. მისივე თქმით, თავდაცვისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება მიღებულია და შემუშავებულია მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარიც. ცნობისთვის, 12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წაიწიეს და არცერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)