|
2023-05-14 17:43:09, 1449 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა
გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი გერმანიის მთავრობას დახმარებისთვის მადლობას უხდის. "მადლობა გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს და გერმანელ ხალხს თქვენი მხარდაჭერის წყალობით გადარჩენილი უკრაინული სიცოცხლეებისთვის. გერმანიის მიერ გაწეული დახმარება - ეს სიცოცხლის დაცვაა. ჩვენი ხალხის სიცოცხლე ქალაქებსა და სოფლებში საიმედოდ არის დაცული, კერძოდ, თქვენს მიერ მოწოდებული საჰაერო თავდაცვის საშუალებებით. ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე ბრძოლის ველზე დაცულია თქვენს მიერ მოწოდებული ჯავშანტექნიკით",- წერს ზელენსკი Telegram-ზე. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 14 მაისს ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზელენსკიმ შეხვედრა ფედერალურ კანცელრ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე უკრაინის მთავრობის მეთაური იტალიაში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისა და რომის პაპს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)