00:17 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 16:06:38, 1481 ნახვა

ომი უკრაინაში
სირსკი - ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ

ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, მტერი აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას კარგავს.

"ბახმუტის მიმართულებით თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ზოგიერთ რაიონში წინ მიიწევენ, მტერი [სამხედრო] აღჭურვილობას და ცოცხალ ძალას კარგავს. დიდება უკრაინას და ჩვენს გმირებს!",- განაცხადა სირსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, 12 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებით 2 კმ-ით წინ წაიწიეს, ამ კვირაში არცერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics