00:17 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-13 10:46:21, 1445 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსული მედია - უკრაინის დარტყმის შედეგად, ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ლუგანსკში რუსეთის დუმის დეპუტატი, ვიქტორ ვოდოლაცკი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაბომბვის დროს დაშავდა 6 ბავშვი, რომელთაგან  4-ს დახმარება აღმოუჩინეს, 2 კი კლინიკაში გადაიყვანეს.

„დამატებითი ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ლუგანსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ბავშვი და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვიქტორ ვოდოლაცკი“,- წერს რუსული მედია.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, დეპუტატის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან აფეთქების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვოლოდაცკი უვნებელი ჩანს. 

აღსანიშნავია, რომ აფეთქებების შემდეგ დეპუტატი რუსული ტელევიზიის ეთერში შუბლზე პლასტირითა და ტუჩთან მცირე დაზიანებით გამოჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics