20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 11:45:54, 1030 ნახვა

ეკონომიკა
„ბბ დაზღვევის“ პარტნიორობით, საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია გაიმართა

"ბბ დაზღვევის" პარტნიორობით და საერთაშორისო მედია სააგენტო XPRIMM-ის ეგიდით, „საქართველოს საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენცია“ გაიმართა, რომლის მიზანს სადაზღვევო ბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილებისა და ტენდენციების გაზიარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა. 

კონფერენციის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი სადაზღვევო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა ავტომობილის მფლობელთა მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დანერგვასა და მის პარალელურად საზედამხედველო რეჟიმის - გადახდისუნარიანობის II სტანდარტის შემოღებაზე.  

კონფერენციაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო “ბბ დაზღვევის” გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ, რომელმაც მიმოიხილა  საქართველოში სადაზღვევო ბაზრის განვითარების პერსპექტივები, ასევე ისაუბრა გლობალურად დაზღვევის ინდუსტიაში არსებულ გამოწვევებსა და ბბ დაზღვევის სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიებას, გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების, სადაზღვევო ბროკერების, საჯარო უწყებებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics