00:37 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 11:34:09, 1493 ნახვა

ომი უკრაინაში
ანკარამ უარი თქვა ვაშინგტონის შეთავაზებაზე, უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო თავდაცვის სისტემა გადაეცა

თურქეთმა, ვაშინგტონის შეთავაზებაზე, რომ უკრაინისთვის რუსეთისგან შეძენილი C-400-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა გადაეცა, უარი თქვა. განცხადება აღნიშნულის თაობაზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.

ჩავუშოღლუს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები სთავაზობდა ანკარას, რომ რუსეთისგან შეძენილი სარაკეტო სისტემა უნდა გამოერიცხა F-35 გამანადგურებლის პროგრამიდან  და მასზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის, ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს.

”აშშ-მა გვთხოვა S-400-ების უკრაინაში გაგზავნა და ჩვენ ვუთხარით არა”, - თქვა ჩავუშოღლუმ და და განმარტა, რომ აღნიშნული წინადადებები ანკარასთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის შელახვას ისახავს მიზნად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics