01:15 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 22:42:58, 1509 ნახვა

ომი უკრაინაში
თეთრი სახლი - გასარკვევია, მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა

გასარკვევია, მოჰყვება თუ არა ჩინეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის საუბარს რაიმე მნიშვნელოვანი სამშვიდობო გეგმა, - ამის გამოეხმაურა თეთრი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლომიდირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის სატელეფონო საუბარს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბმა განაცხადა, რომ აშშ-ს დიდი ხანია სურს ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათგან ამის ინიციატივა არ იკვეთება.

„ეს ძალიან კარგია, მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს მშვიდობისკენ რაიმე მნიშვნელოვან ნაბიჯამდე, გეგმამდე ან წინადადებამდე, ჯერ არ ვიცით. ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ გვინდა ამ ომის დასრულება და იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გავა უკრაინიდან, ის შეიძლება, დაუყოვნებლივ დასრულდეს. მაგრამ ახლა ეს ასე არ ჩანს“, - განაცხადა ჯონ კირბმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 აპრილს უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეონო საუბარი შედგა. აღსანიშნავია, რომ ომის დაწყების შემდეგ ლიდერებს შორის ეს პირველი სატელეფონო საუბარი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics