01:27 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 16:21:33, 1452 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

კონაშენკოვის განცხადებით, 21 აპრილს ისკანდერის სარაკეტო სისტემით მათ იერიში მიიტანეს "უცხოელი დაქირავებულების" დროებითი დისლოკაციის ადგილას შეიარაღების საცვზე.

"21 აპრილს ისკანდერის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა თავს დაესხა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტანტინოვკაში, ბიბლიოთეკის შენობაში განლაგებულ იარაღის საცავს და უცხოელ დაქირავებულთა სადგურს. დაიღუპა ქართული ლეგიონის 60 მებრძოლი, 20 კი მძიმედ დაიჭრა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქვს ინფორმაცია ყველა უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის შესახებ, რომელიც მონაწილეობს რუსი სამხედროების მკვლელობაში. ყველა მათგანს დამსახურებული ანგარიშსწორებით გავუსწორდებით",- განაცხადა კონაშენკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics