|
2023-04-22 14:11:37, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
ოსტინი - პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი
პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა. „პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“,- განაცხადა ოსტინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. შეხვედრა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის გამართვამდე შედგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)