|
2023-04-22 10:45:33, 1712 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გეოგრაფიული ობიექტებისთვის რუსეთთან დაკავშირებული სახელების დარქმევას კრძალავს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს „გეოგრაფიული სახელების შესახებ“, რომელიც კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების დარქმევას, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან. აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის "უმაღლესი რადა" ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების მინიჭებას, რომლებიც ასოცირდება ან განადიდებს რუსეთს ან რუსეთის სამახსოვრო ადგილებს, თარიღებს, მოვლენებს ან პირებს, რომლებმაც განახორციელეს აგრესია უკრაინის (ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის) წინააღმდეგ. "21 აპრილის მდგომარეობით, ზელენსკიმ ხელი მოაწერა No7253 კანონპროექტს „გეოგრაფიული სახელების შესახებ“. კანონი კრძალავს გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების მინიჭებას, რომლებიც განასახიერებენ რუსეთს, განადიდებენ მას ან მის დასამახსოვრებელ ადგილებს, თარიღებს, მოვლენებს და მოღვაწეებს, რომლებმაც უკრაინის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განახორციელეს. კანონმა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირება უკრაინის საშინაო პოლიტიკაზე და უკრაინელების მსოფლმხედველობაზე, შექმნას წინაპირობები რუსული პროპაგანდისტული აქტივობების აღსაკვეთად",- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)